ელ. ფოსტა: |
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს მისო „სმარტ ინვესტი“ წარმოადგენს საინვესტიციო საფინანსო კომპანიას, რომლის ძირითადი საქმიანობა ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან ინვესტიციების მოზიდვა და საკრედიტო საქმიანობის განხორციელებაა.
კომპანიამ საქმიანობა დაიწყო 2016 წლის აპრილში, ხოლო მაისში კომპანიას მიენიჭა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი.
ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კომპანიის დაფარვის ზონაში მყოფი მცირე და საშუალო შემოსავლიანი ფიზიკური პირებისა და ბიზნესის დაკრედიტება რომელიც შემოიფარგლება თბილისით და მისი მიმდებარე რეგიონებით.
კომპანიის პროდუქტები შექმნილია ბაზარზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით რათა მოხდეს ინვესტორთა და მსესხებელთა მოთხოვნების მაქსიმალური გათვალისწინება. შესაბამისად კომპანია მუდმივად ახდენს ბაზრის კვლევას, პროდუქტების მოდერნიზებასა და დახვეწას რაც განაპირობებს ჩვენი პროდუქტების კონკურენტუნარიანობას ბაზარზე.