უკვე

ელ. ფოსტა: info@ukve.ge

2016 წელს „უკვეს“ დაარსების ერთ-ერთი მიზანი იყო საქართველოში სუში გამხდარიყო ხელმისაწვდომი ყველასთვის, რომ ნებისმიერ დროს შეძლებოდათ მისი მირთმევა, იქნებოდა ეს ადგილზე, სახლსა თუ ოფისში. 

„უკვეს“ მომხმარებელს ჩვენთან სტუმრობისას, ან მიტანის სერვისით სარგებლობისას აქვს მოლოდინი - მიირთვას გემრიელად და მოისმინოს მეგობრული ფრაზა „გემრიელად მიირთვით!“ თითქოს მარტივი მიზანია, არა? როგორ მარტივადაც უნდა ჟღერდეს, ჩვენთვის მუდმივი გამოწვევაა მივაღწიოთ და გადავაჭარბოთ მას. სწორედ ეს სწრაფვა უკეთესობისკენ არის ჩვენი მიზანი.

ყველა გამოწვევას მოაქვს თავისი ჯილდო. ჩვენთან მუშაობა გაძლევთ შესაძლებლობებს, როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად განვითარებისთვის.  

ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც გვიყვარს სარესტორნო სფერო. გვსიამოვნებს თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან ურთიერთობა, ახალი ნაცნობები, გემრიელი საკვების გაზიარების სიამოვნება. ეს არის სფერო, სადაც გუნდურად მუშაობა შეიძლება ისწავლოთ, საკუთარ თავში აღმოაჩინოთ მენეჯერული თვისებები, ან სულაც სრულიად ახალ მიმართულებაში აღმოაჩინოთ თავი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრული გარემოს
  • საინტერესო და გამოწვევებით სავსე სამუშაოს
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს

 

შენ ჩვენს გუნდს სჭირდები!