აპნისი

ელ. ფოსტა: contact@apnisi.com

კომპანია აპნისი წარმოადგენს საქართველოში პირველ IoT/M2M ტელემეტრიული სერვისების ქსელის ოპერატორს, რომელიც დაარსდა 2016 წელს. კომპანიის სერვისები ძირითადად გათვლილია სახელმწიფო სტრუქტურებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, კომერციულ კომპანიებზე, მუნიციპალიტეტებსა და სხვა ნებისმიერი ტიპის საქმიანობაზე, სადაც შესაძლებელია ფუნქციების ავტომატიზაცია.

აპნისი წარმოადგენს არა სტანდარტულ პროდუქტზე, არამედ პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ კომპანიას. აპნისის მიერ შეთავაზებული გადაწყვეტილებები ეფუძნება მომხმარებლის სპეციფიკურ მოთხოვნებსა და ამოცანებს. დაგეგმარების, დიზაინისა და შესრულების ფაზიდან დაწყებული ინსტალაციის, მონიტორინგის და მხარდაჭერის სერვისით დამთავრებული, თითოეული ფაზა მორგებულია კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტაზე.

კომპანიის მიზანი და ამოცანაა, თანამედროვე IoT ქსელისა და ტექნოლოგიების შეთავაზებით ხელი შევუწყოთ საქართველოში სხვადასხვა ბიზნესის ეფექტურობის ზრდასა და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის განვითარებას.