ინდუსტრია: სასტუმრო, რესტორანი, ქეითერინგი |
ოსტერია ამბროზიანო არის იტალიური რესტორნების ბრენდი, რომლეიც ბაზარზე წარმოდგენილი არის უკვე 6 წელია. ოპერირებას ვახორციელებთ სამ ლოკაციაზე სხვადასხვა მიმართულებით: ფაინ დაინინგი, ბისტრო, სტრიტ ფუდი/ბარი. ჩვენი რესტორნის მთავარი პრინციპები დამყარებულია უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მოძიებაზე, გამოყენებაზე და შესაბამისად აუთენტური იტალიური კერძების დამზადება. ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია კომუნიკაციის მაღალი დონე, ჯანსაღი და მეგობრული სამუშაო გარემოს შექმნა და შენარჩუნება, გარდა ამისა ახალი კადრების მოძიება, დატრენინგება და შემდგომი დასაქმება.