ბაბალე

ინდუსტრია: საცალო ვაჭრობა
თანამშრომელთა რაოდენობა: 10 - 50
ვებ–საიტი: www.babale.ge
ელ. ფოსტა: infobabale@gmail.com
სოციალური საწარმო “ბაბალე” 2014 წელს შეიქმნა "საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის" მიერ. მისი დამფუძნებლები და წევრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მშობლები არიან. შემოქმედებითმა სივრცემ გააერთიანა სამხატვრო სახელოსნო - სასწავლო და სამუშაო პროცესისთვის და მაღაზია-სალონი, სადაც მომხმარებელს "ბაბალეში" შექმნილი პროდუქციის შეძენა შეუძლია. შემოქმედებითი იდეების ავტორები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები არიან, რომლებიც აქტიურად ერთვებიან “ბაბალეს” ყოველდღიურ საქმიანობაში.
“ბაბალეს” მისიაა დაუნის სინდრომის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა პროფესიული გადამზადების, დასაქმებისა და მათი ოჯახების გაძლიერების გზით.
“ბაბალე” კრეატიული დიზაინით დამზადებული ხის, ტექსტილისა და კერამიკის პრაქტიკული და დეკორატიული ნივთების ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.