კონკრეტული საპროდუქტე გაყიდვების მენეჯერი
თარიღები:
23 სექ - 22 ოქტ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@4hs.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
გაყიდვები  სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
გაყიდვების მენეჯერი სხვა (სამედიცინო)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
"4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას კონკრეტული საპროდუქტე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული

სამუშაოს აღწერილობა:
  • სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი დადგენილი გეგმის მიხედვით; ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების მიხედვით;
  • პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახურთან, ექიმებთან, ექთნებთან) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპანიის პროდუქციის წარდგენა.
  • კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
  • პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება;
  • სამედიცინო დაწესებულების მიერ გამოცხადებული ტენდერების მუდმივი მონიტორინგი;
  • სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტების და ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება;
  • კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
  • ახალ პროდუქტებზე ინფორმაციების მოძიება, ბაზრის კვლევის ჩატარება;
  • პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი;
  • შეკვეთების დროული მომზადება და ოპტიმალური დაგეგმვა;

ძირითადი უნარები:
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • სისხარტე, პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • კლიენტების საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა
  • კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. რუსული ან დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.
  • ავტომობილის ყოლა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:
ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს, კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევას და რაც მთავარია, შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე;

თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@4hs.ge გთხოვთ, "subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სამუშაო ადგილი, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება.

4Hospitals გისურვებთ წარმატებას!
მსგავსი განცხადებები
გაყიდვების მენეჯერი

პსპ ფარმა


04 ოქტ - 18 ოქტ

გადაუდებელი მედიცინის მორიგე ექიმი

საქართველოს კლინიკები


30 სექ - 29 ოქტ

ავტორიზაციის დამხმარე სპეციალისტი

რეილაბი


30 სექ - 26 ოქტ

ადმინისტრატორი

ნატალი ანტი ეიჯ კლინიკა


30 სექ - 29 ოქტ

ბინაზე გამოძახების ფლებოტომისტი

მეგალაბი


15 ოქტ - 13 ნოე