კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
თარიღები:
27 სექ - 26 ოქტ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@tbilisimedic.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
გაყიდვები  სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
გაყიდვების მენეჯერი კორპორატიული კლიენტები (B2B) სამედიცინო წარმომადგენელი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ხელფასი:
2500 - 4500
ენები:
ინგლისური
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
თბილისი მედიკი მე_14  წელია, ზრუნავს  სამედიცინო სფეროს განვითარებაზე და მას სამედიცინო პროდუქტის სრულ სპექტრს სთავაზობს.
თბილისი მედიკი აერთიანებს ყველა აუცილებელ სამედიცინო ინვენტარს ერთ სივრცეში. ჩვენ მიერ გაწეული ყველა სამუშაო ემსახურება იმას, რომ მომხმარებლებმა 
ერთ სივრცეში მიიღონ სამედიცინო დაწესებულებისთვის და პაციენტებისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტი.გარდა სამედიცინო დაწესებულებებთან კორპორაციული თანამშრომლობისა, თბილისი მედიკი ასევე ოპერირებს საცალო მიმართულებით, კერძოდ ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 3 მაღაზიით (1 თბილისი, 1 ქუთაისი, 1 ბათუმი).  ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თბილისი მედიკში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, კომპანია "თბილისი მედიკ" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის  პოზიციაზე.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:   
  • სამედიცინო აპარატურული და სახარჯი პროდუქტებისა და არსებული და პოტენციური კლიენტების სრულყოფილად შესწავლა; 
  • ყოველდღიური გეგმიური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია სამედიცინო დაწესებულებებში;
  • გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან;
  • არსებულ და ახალ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება გაყიდვების მაქსიმიზაციის მიზნით;
  • კომპანიისა და მისი პროდუქციის ცნობადობის ამაღლების უზრუნველყოფა;
  • მიზნობრივი ფოკუსჯგუფების სრულფასოვანი ბაზის შექმნა;
  • კონკურენტების შესწავლა;
  • აპარატურული/სახარჯი მიმართულების პროდუქციის ჯგუფის/ბრენდის განვითარებაში მონაწილეობის მიღება; 
 
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინოს მიმართულებით)
  • კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

მაშინ, ჩვენ გეძებთ შენ.

თბილისი მედიკში დაგხვდება:
  • პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება;
 
სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:00 სთ
  • შრომითი ანაზღაურება : ფიქსირებული (2500-4500 ლარი)
  • ადგილმდებარეობა:  თბილისი, ქ. ლუბლიანას 28ა  

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: HR@tbilisimedic.ge.
მსგავსი განცხადებები
სამედიცინო წარმომადგენელი

ჯიჰელსი


01 ოქტ - 30 ოქტ

Oral Care-ის სამედიცინო წარმომადგენელი

პსპ ფარმა


04 ოქტ - 18 ოქტ

გაყიდვების მენეჯერი

მოლეკულური ბიოლოგიის კვლევითი ცენტრი


09 ოქტ - 06 ნოე

გაყიდვების მენეჯერი

პსპ ფარმა


04 ოქტ - 18 ოქტ

კლინიკის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში

Acibadem Georgia Healthcare Group


10 ოქტ - 07 ნოე