თარიღები:
01 ოქტ - 30 ოქტ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancyolainfarm@gmail.com
მდებარეობა:
ქუთაისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სამედიცინო წარმომადგენელი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
ფარმაცევტული კომპანია „ოლაინფარმი“ წარმოადგენს ერთ ერთ უმსხვილეს  საწარმოს ბალტიისპირეთში 50 წლიანი გამოცდილებით ფარმაცევტული პროდუქციის წარმოებაში. ამჟამად კომპანიაში წარმოებული მედიკამენტები და ქიმიური ნივთიერებები მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტირდება, მათ შორის ევროპაში, აშშ-ში, სამხრეთ ამერიკაში, აზიაში და ავსტრალიაში.

ოლაინფარმი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სამედიცინო წარმომადგენელი
ქუთაისი, საქართველო

ძირითადი მოვალეობები:
  • ეფექტური კომუნიკაციის და პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება ადგილობრივი სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან- ექიმებთან, ფარმაცევტებთან, სამედიცინო ადმინისტრაციასთან
  • კომპანიის მედიკამენტების ცნობადობის გაზრდა სამიზნე აუდიტორიასთან, მასთან ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბების გზით
  • სემინარების, პრეზენტაციების, კონფერენციების ორგანიზება
  • სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებასთან მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბება
  • პროდუქტების რეალიზაციის სამიზნე მაჩვენებლის  მიღწევა მიმაგრებულ ტერიტორიაზე
  • მივლინება ახლომდებარე ქალაქებში

საბაზო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება
  • სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი (MS office)
  • ავტომობილის მართვის მოწმობა
  • რუსული ენის მაღალ დონეზე ფლობა 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და საკუთარი სამუშაო განრიგის ორგანიზების და მართვის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება და კომუნიკაციის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:
  • საინტერესო სამუშაოს დინამიურ და მეგობრულ გარემოში
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • მოქნილ საბონუსე სქემას
  • ინდოვიდუალურ საჭიროებაზე მორგებულ ტრენინგებს და სწავლების პროგრამებს
  • კორპორატიულ პაკეტს (ლეპტოპი, მობილური ტელეფონის ხარჯის ანაზღაურება, 
  • კორპორატიული ავტომანქანა, ჯანმრთელობის დაზღვევა და  სამსახურთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ანაზღაურება) 

გთხოვთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ მითითებულ ელ. ფოსტაზე vacancyolainfarm@gmail.com. ფოტოსურათის გარეშე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინტერვიუს.

მსგავსი განცხადებები
სამედიცინო წარმომადგენელი

ჯიჰელსი


01 ოქტ - 30 ოქტ

Oral Care-ის სამედიცინო წარმომადგენელი

პსპ ფარმა


04 ოქტ - 18 ოქტ

კლინიკის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში

Acibadem Georgia Healthcare Group


10 ოქტ - 07 ნოე

კლინიკის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში

Acibadem Georgia Healthcare Group


10 ოქტ - 07 ნოე

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისი მედიკ


27 სექ - 26 ოქტ