თარიღები:
02 ოქტ - 31 ოქტ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@joann.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ლაბორატორია/პათოლოგია მედდა
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას მორიგე ფლებოტომისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ლუბლიანას ქუჩა, #35;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევი ჩათვლით 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე;
ანაზღაურება: კონკურენტული

ძირითადი ფუნქციები:
  • ამბულატორიული პაციენტების სისხლის აღება (ფლებოტომია) დადგენილი პროცედურის მიხედვით;
  • კლინიკებიდან თუ ამბულატორიული შეკვეთებიდან შესაბამისი საკვლევი მასალების ადეკვატურობის შეფასება, საკვლევი მასალების გადამარკირება, პრეანალიზური დამუშავება და შემდგომი განაწილება ლაბორატორიის შესაბამის მიმართულებებში; პრე და პოსტანალიზური პროცესების მართვა;
  • მასალების ტრანსპორტირების პირობების უზრუნველყოფა (სატრანსპორტო ჩანთის მომზადება "ცივი ჯაჭვის" მოთხოვნების შესაბამისად) და პერიოდული კონტროლი;
  • ლაბორატორიის დადგენილი პროცედურის შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაცია-გადახდის პროცესის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება: საშუალო პროფესიული განათლება (მედდა/ბებია-ქალი/ფერშალ-ლაბორანტი);
  • სამუშაო გამოცდილება: სასურველია ლაბორატორიაში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე 
vacancy@joann.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ექთანი ფლებოტომისტი".
გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

მსგავსი განცხადებები
ანალიზური განვითარების ლაბორატორიის ადმინისტრაციის სპეციალისტი

ფარმაცევტული კომპანია GM Pharmaceuticals


16 ოქტ - 14 ნოე

ანალიზური განვითარების ლაბორატორიის ანალიტიკოსი

ფარმაცევტული კომპანია GM Pharmaceuticals


16 ოქტ - 14 ნოე

ანესთეზია-პოსტოპერაციული სამსახურის ექთანი

ჟორდანიას კლინიკა


04 ოქტ - 02 ნოე

ანესთეზიოლოგიური სამსახურის ექთანი

ავერსის კლინიკა


23 ოქტ - 06 ნოე

გამოძახების ექთანი

Drops Wellness


21 ოქტ - 19 ნოე