აღწერა:
ფარმაცევტული საწარმო შპს „ავერსი რაციონალი“, რომელიც მოწყობილია და ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების GMP EU-სა და ISO 9001-ის მოთხოვნების შესაბამისად და მუდმივად ისწრაფვის გაუმჯობესებისკენ და მომხმარებლის მოთხოვნათა მაქსიმალური დაკმაყოფილებისკენ, იწვევს გუნდში სათანამშრომლოდ: ქიმიკოს-ანალიტიკოსს
მოვალეობები:
- ქიმიური ანალიზების ჩატარება.
- ხსნარების და რეაქტივების მომზადება, მათი აღრიცხვა და კონტროლი.
- ლაბორატორიული დანადგარების ხარისხიანი ექსპლუატაცია, ტექნიკური მდგომარეობის მიმდინარე კონტროლი.
აუცილებელი კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება (ფარმაცევტი)
- სასურველია სამუშაო გამოცდილება ქიმიურ ლაბორატორიაში
- სასურველია ინგლისური და რუსული ენის ფლობა
- საოფისე პროგრამების ცოდნა
წარსადგენი დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობის ასლი
- დიპლომის ასლი
- ფერადი ფოტოსურათი 3X4 (1 ცალი)
- სერტიფიკატ(ებ)ის ასლ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში)
ან
წარმოადგინეთ ზემოაღნიშნული საბუთები მისამართზე:
შპს “ავერსი-რაციონალი” ლილო, დ. კობახიძის ქ. № 33.
(ყოფილი ჭირნახულის ქ. №14)
9 სთ-დან 17 სთ-მდე და შეავსეთ ანკეტა ადგილზე.
შენიშვნა:
წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV/ანკეტის წარდგენა/შევსება, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.
CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება გამოცხადებული/მსგავსი ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ნაბეჭდი სახით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.