ფილიალის მმართველი
ამბულატორიული ქსელი
თარიღები:
04 ნოე - 03 დეკ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@g2g.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სხვა (სამედიცინო)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
ამბულატორიული ქსელი  აცხადებს ვაკანსიას  ფილიალის მმართველის  პოზიციზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი, 
სამუშაო გრაფიკი - სრული  (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამედიცინო დაწესებულების ფილიალის საქმიანობის დაგეგმვა;
  • ფილიალის დაქვემდებარებული თანამშრომლების ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაციის გაწევა, ზედამხედველობა, პერსონალისთვის ინოვაციური მიდგომების/იდეების დანერგვაში ხელშეწყობა.
  • ფილიალის დაქვემდებარებული რგოლების საქმიანობის ანალიზი, მათი ეფექტურობის შეფასება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
  • მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის ანალიზის გაკეთება, შემოსავლების ზრდის მიზნით საჭირო აქტივობების დანერგვა. გაყიდვების სტიმულირების მიზნით ან შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობა.
  • ფილიალის სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტების წარმოების პროცესის ზედამხედველობა და მათი ვიზირება.
  • შესაბამის სამსახურებთან ერთად მომხმარებელთა კმაყოფილების ამაღლებაზე ორიენტირებულ სერვისების დანერგვაში ჩართულობა, სერვისების დროში და სივრცეში ეფექტური გადანაწილება.
  • სადაზღვეო და სხვა პარტნიორ კომპანიებტან თანამშრომლობა;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან რეგულარული შეხვედრების ჩატარება, კლინიკის პოლიტიკის და მიზნების გაცნობა. მათი ეფექტურობის შეფასება,
  • საჭიროების შემთხვევაში კლინიკური შემთხვევების განხილვა ექიმთან ერთად.
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამედიცინო განათლება; 
  • პირველადი ჯანდაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა აუცილებელია; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშობის გამოცდილება არანაკლებ სამი წლისა;
  • კომპიუტერული საოფსე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • კეთილგანწყობა და თავაზიანობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ მისამართზე info@g2g.ge , „subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილმდებარეობა.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი განცხადებები
ქიმიკოს-ანალიტიკოსი

ავერსი-რაციონალი


28 ოქტ - 26 ნოე

ავტორიზაციის დამხმარე სპეციალისტი

რეილაბი


24 ოქტ - 21 ნოე

ამბულატორიული განყოფილების კოორდინატორი

ინოვა


20 ნოე - 19 დეკ

არამედების საწყობის უფროსი

ავერსი ფარმა


21 ნოე - 15 დეკ

არამედიკამენტების რეკომენდაციების მენეჯერი

ავერსი ფარმა


06 ნოე - 05 დეკ