პოსტოპერაციული სამსახურის ექთნის თანაშემწე
თარიღები:
04 ნოე - 03 დეკ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@zhordaniaclinic.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სხვა (სამედიცინო)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
აღწერა:
"ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას პოსტოპერაციული სამსახურის ექთნის თანაშემწის პოზიციაზე.
ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძე, ერმილე ბედიას ქ. 33
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს; 
განყოფილება: პოსტოპერაციული სამსახური

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • პაციენტთა საექთნო მოვლის საკითხებში მონაწილეობა;
  • ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში;
  • პაციენტის წინა საოპერაციოდ მომზადება; 
  • პაციენტის ტრანსპორტირება კვლევებში და საოპერაციოში;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი III სემესტრიდან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,  გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე: vacancy@zhordaniaclinic.ge   და მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ექთნის თანაშემწე“
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

მსგავსი განცხადებები
ქიმიკოს-ანალიტიკოსი

ავერსი-რაციონალი


28 ოქტ - 26 ნოე

ავტორიზაციის დამხმარე სპეციალისტი

რეილაბი


24 ოქტ - 21 ნოე

ამბულატორიული განყოფილების კოორდინატორი

ინოვა


20 ნოე - 19 დეკ

არამედების საწყობის უფროსი

ავერსი ფარმა


21 ნოე - 15 დეკ

არამედიკამენტების რეკომენდაციების მენეჯერი

ავერსი ფარმა


06 ნოე - 05 დეკ