აღწერა:
„ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის პოზიციაზე.
ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი წარმოადგენს საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ჩაჩავას 1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00, შაბათი მონაცვლებით 10:00-14:00
ანაზღაურება - 900 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტთან პროაქტიული კომუნიკაცია;
- პაციენტის დაკვალიანება მომსახურების ეტაპებისა და მიმართულებებთან დაკავშირებით;
- პაციენტისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
- პაციენტის დადგენილი პროცედურების მიხედვით მომსახურება;
- მომსახურების სტანდარტისა და კორპორატიული დრეს კოდის დაცვა;
- პაციენტის კმაყოფილებზე ზრუნვა;
- ყველა პაციენტის შესაბამისი რიგის ნომრით უზრუნველყოფა და რეგისტრატურაში / ექიმთან გადამისამართება;
- კვლევის პასუხების გაცემა (გამონაკლისი ინოვა და ცენტრალური);
- საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის ექიმთან ჩაწერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ან მიმდინარე სტუდენტი);
- საოფისე პროგრამების ბაზისური ცოდნა;
- ქართულ ენაზე გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- რუსული და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
უნარები და თვისებები:
- კომუნიკაბელურობა
- პროაქტიულობა
- სერვისულობა
- პასუხისმგებლობა
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- სწრაფი რეაგირების უნარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე:
vacancy@vivomedical.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,კოორდინატორი’’.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!