სამედიცინო წარმომადგენელი
თარიღები:
27 თებ - 13 მარ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr_clinic@aversi.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სამედიცინო წარმომადგენელი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
ავერსის  რეაბილიტაციის ცენტრი აცხადებს სამედიცინო წარმომადგენლის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №16 
სამუშაო გრაფიკი:  სრული 

ძირითადი მოვალეობები:
  • ავერსის  რეაბილიტაციის ცენტრის სერვისების შესახებ ინფორმაციის გავრცელება; 
  • კონტრაქტორი დაწესებულებების მოზიდვა;
  • მონაწილეობის მიღება  სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებში;
  • ბაზრის კვლევების ჩატარება სხვადასხვა მიმართულებით.

კვალიფიკაცია და უნარები:
  • უმაღლესი  განათლება მედიცინის  ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება  (რეაბილიტაციის მიმართულებით განათლება ან გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ეფექტური  კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • თავდაჯერებულობა.

დაინტერესებულმა  პირებმა  გამოგზავნეთ  CV  ელექტრონული  ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge  ელ. ფოსტის  საგნის  ველში (subject)  მიუთითეთ  ვაკანსიის  დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი  მისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.  რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 13/03/2025.

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს „ავერსის კლინიკა“ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის  6 თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს “ავერსის კლინიკამ” შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო hr_clinic@aversi.ge  

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებიმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს “სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს” mladvisoryteam@gmail.com;  და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გისურვებთ წარმატებას!


მსგავსი განცხადებები
Oral Care-ის სამედიცინო წარმომადგენელი

პსპ ფარმა


21 თებ - 07 მარ

გაყიდვების წარმომადგენელი

პრიმა მედი


24 თებ - 25 მარ

გაყიდვების წარმომადგენელი კლინიკურ დეპარტამენტში

ელთა 90 მედიქალ ჯინეთიქს


30 იან - 28 თებ

გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი / უფროსი სამედიცინო წარმომადგენელი

HH Recruitment


21 თებ - 04 მარ

კლინიკის სამედიცინო წარმომადგენელი

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა


14 თებ - 10 მარ